ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოვეტოს ერთ-ერთ ბარში, სულ მცირე 14 ადამიანი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, პოლიციამ განაცხადა, რომ შეიარაღებული პირები ბარში დღეს დილით შევიდნენ, სადაც ახალგაზრდების ჯგუფის მიმართულებით ისროლეს, რის შემდეგაც მიიმალნენ.
BBC-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად 9 დაშავებულია, რომლებიც საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
რაც შეეხება დაღუპულებს, ისინი სავარაუდოდ, 19-დან 35 წლამდე პირები არიან.