საფრანგეთი რუსული გაზის სრული შეწყვეტისთვის ემზადება

საფრანგეთის მთავრობა ემზადება რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა განაცხადა.

”ვფიქრობ, რომ რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რეალურია... და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ სცენარისთვის”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ "სრულიად უპასუხისმგებლო იქნება ამ სცენარის იგნორირება".

ამასთან მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ოჯახებისა და ბიზნესებისთვის მისი მოხმარების შემცირებაა, შემდეგ კი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვისთვის.

როგორ მედია წერს, საფრანგეთში მიწოდების დაახლოებით 17% რუსეთიდან მოდის და ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ვიდრე ზოგიერთი მისი მეზობელი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ