რუსეთი, სარემონტო სამუშაოების გამო, „ჩრდილოეთ ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას წყვეტს

რუსეთის ფედერაცია გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადით“ გაზის მიწოდებას წყვეტს, რომელიც რუსეთიდან ევროპაში გაზის ექსპორტის მთავარი მარშრუტია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო მიიღეს და გაზსადენი მხოლოდ 10 დღით - 21 ივლისამდე გაჩერდება.

ამრიგად, რუსული გაზის დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მიწოდებისთვის ერთადერთ მარშრუტად უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა რჩება.

აღსანიშნავია, გაზსადენი, ტექნიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, წელიწადში ერთხელ იხურება, მაგრამ ევროკავშირი შიშობს, რომ ამჯერად მოსკოვი გაზის მიწოდებას რემონტის საბაბით შეაჩერებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა