მარკეტა გრეგოროვა - დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და დეოლიგარქიზაციის შესახებ მოწოდება მას ეხება, თუმცა ვგულისხმობთ ისეთი სისტემის შექმნასაც, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ

ჩვენ უკვე ვახსენეთ ივანიშვილი ერთ-ერთ რეზოლუციაში - დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ოლიგარქი და დეოლიგარქიზაციის შესახებ მოწოდება მას ეხება, - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმულ კითხვას, ჰყავს თუ არა ევროპელ პარტნიორებს მხედველობაში სწორედ ბიძინა ივანიშვილი, როცა საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, დეოლიგარქიზაციისკენ მოწოდება ისეთი სისტემის შექმნასაც გულისხმობს, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ. ასეთ შემთხვევაში, გრეგოროვას განმარტებით, მნიშვნელობას დაკარგავს ის ფაქტი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა.

„ეს [დეოლიგარქიზაციისკენ მოწოდება] ორგვარად შეგვიძლია გავიგოთ. ევროპარლამენტისგან ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ უკვე ვახსენეთ ივანიშვილი ერთ-ერთ რეზოლუციაში - დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ოლიგარქი და ეს მას ეხება, თუმცა ჩვენ როგორც ევროკავშირი - კომისია, საბჭო და პარლამენტი ვგულისხმობთ დეოლიგარქიზაციაში სისტემის შექმნას, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ და საკუთარი სარგებლობისთვის ვერ გამოიყენებენ. საბოლოო ჯამში, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს ივანიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, რადგან თუ სისტემა სათანადოდ იქნება შემუშავებული, ისინი ვერ შეძლებენ მის შელახვას და სწორედ ეს არის საკვანძო ნაწილი“,- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე