დონეცკში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ- იარში ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა 19 დაღუპულის ცხედარი ამოასვენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქალაქ ჩასოვ იარში დაბომბვის შედეგად დანგრეული 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. საერთო ჯამში, ნაპოვნია 19 გარდაცვლილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი 8 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ცნობისათვის, გუშინ, დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკთან ახლოს მდებარე ჩასივ-იარში რუსული „ურაგანის“ ტიპის რაკეტებით კორპუსზე იერიში განხორციელდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან