ანრი ოხანაშვილი - ვინც დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო, მათი მხრიდან ფასადურობაზე საუბარი, არასერიოზულია - ფაქტობრივად, ეს არის ხალხი, ვინც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მაგიდას უყირავებს

ვინც დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო, მათი მხრიდან ფასადურობაზე საუბარი, არასერიოზულია - ფაქტობრივად, ეს არის ხალხი, ვინც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მაგიდას უყირავებს, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტი, რომლებიც ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ პროცესში არ მონაწილეობენ.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ისინი ბოიკოტს უცხადებენ არა "ქართულ ოცნებას", არამედ ევროპულ პერსპექტივას.

„ამ შანსის ხელიდან გაშვება კი იმას უდრის, რომ ბოიკოტს ევროპულ პერსპექტივას უცხადებ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. ამ პროცესში არმონაწილეობით დისკრედიტაციას უკეთებენ 12-პუნქტიან რეკომენდაციას.

ჩვენ რამდენიმე თვის წინ პოლიტიკურ პარტიებთან შევთანხმდით, რომ "ქართული ოცნება" დოკუმენტს მოამზადებდა, რომელიც სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმის სიტუაციური ანალიზი იქნებოდა. 200-გვერდიანი დოკუმენტი წარმოდგენილია, სადაც ასახულია ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013 წლიდან დღევანდელ დღემდე. მასში საუბარია თითოეულ განხორციელებულ ცვლილებაზე, ყველა გატარებულ რეფორმაზე, ყველა რეკომენდაციაზე. რეკომენდაციების უმეტესობა შესრულებულია. თვალსაჩინოა პროგრესი, რაც სასამართლო სისტემამ განიცადა და შეუძლებელია ამ ფაქტებს კონტრფაქტებით შეეწინააღმდეგო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მზად ვართ, ოპონენტებთან ერთად ვიმსჯელოთ. მომავალ კვირას შევიკრიბებით და დოკუმენტებზე მოსაზრებებს გავცვლით.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ ორი დოკუმენტი - ჩვენ და "მოქალაქეებმა" წარმოვადგინეთ დოკუმენტი. "ლელო"-მ არათუ დოკუმენტი წარმოადგინა, შეხვედრაზეც არ მოვიდნენ. არ ვიცი, ოპონენტები რას გულისხმობენ მოჩვენებით პროცესში, მათთვის რა არის გამოწვევა. ამაზე ვერბალურად კი არ უნდა ვისაუბროთ, დოკუმენტები უნდა დადონ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს