ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურა იმოქმედებს.

„უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ მოითხოვონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა გამარტივებული წესით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე ეს პროცედურა ეხებოდა იმ უკრაინელებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ქვეყნის აღმოსავლეთით, არაღიარებულ რესპუბლიკებში, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო