ლევან იოსელიანი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნებისას, გარედან ვერც ერთი მოსამართლე ვერ მოხვდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისტემა დაკეტილია - დღეს საშუალება გვაქვს, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების დროს, სისტემის გარედან ვერც ერთი მისამართლე ვერ მოხვდა - ეს იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლო სისტემა დაკეტილია და ვისაც იურიდიული კარიერის გაკეთება უნდა, ამის საშუალება სასამართლოში არ აქვს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

იოსელიანის თქმით, როცა საქმე სასამართლოს ეხება, მნიშვნელოვანია დეტალურად გვესმოდეს, რა პრობლემები დაგროვდა.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსამართლეები, რომლებიც დაკავებული იყვნენ წინა ხელისუფლების დროს შეკვეთების განხორციელებით, ისინი ახლა მუშაობას არათუ აგრძელებენ, არამედ წახალისებული და დაწინაურებული არიან უზენაეს სასამართლოში. ზოგადად, სისტემაში არის გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ რამეს განაგებს. დღეს საშუალება გვაქვს, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასეთი ძალაუფლება არ უნდა ჰქონდეს, გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს ერთპიროვნულად, იუსტიციის სკოლა უნდა იყოს უფრო გახსნილი, სადაც ყველა შეძლებს მოხვდეს და მოსამართლის კარიერა გაიკეთოს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025