თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ აუცილებელია „მარცვლეულის დერეფნის“ გაკეთება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა. განხილვის მთავარ საკითხებს შორის იყო ომი უკრაინასთან და საზღვაო დერეფანი მარცვლეულის ექსპორტისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ უკვე აუცილებელია „მარცვლეულის დერეფნის“ გაკეთება.

ამასთან, კრემლში პრეზიდენტების საუბრის საკუთარი ვერსია გაასაჯაროვეს.

აღნიშნეს, რომ ლიდერებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხებისა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეკონომიკურ თანამშრომლობას, ვაჭრობის მოცულობის გაზრდას, ანგარიშსწორებაში ეროვნული ვალუტის გამოყენებას და რუსული ენერგომატარელების შეუფერხებელ მიწოდებას.

გარდა ამისა, კრემლში დაადასტურეს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, მათ შორის შავ ზღვაში ხომალდების მიმოსვლისა და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი ძალისხმევის კოორდინაციის კონტექსტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო