უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰოლანდიელი პოლიტიკოსები ხერსონის რეგიონის რეკონსტრუქციის პროცესში ჩართვას განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდნეტმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენის საკითხი ნიდერლანდების მთავრობის მეთაურთან მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა.
"ჩვენ ვისაუბრეთ აღდგენაზე. ნიდერლანდები ამ საკითხს განიხილავს, მაგრამ ისინი ხერსონის რეგიონს ყურადღებით აკვირდებიან", - განაცხადა ზელენსკიმ.