გუბერნატორის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში მოსახლეობის დაახლოებით, 20,4% რჩება, დანარჩენი კი უსაფრთხო ადგილას არის ევაკუირებული

გუბერნატორის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში მოსახლეობის დაახლოებით, 20,4%  რჩება, დანარჩენი კი უსაფრთხო ადგილას არის ევაკუირებული

დონეცკის რეგიონში ამ დროისთვის დაახლოებით, 340 000 (მოსახლეობის 20,4%) ადგილობრივი მოსახლეობა რჩება, ყველა დანარჩენი კი უსაფრთხო ადგილას არის ევაკუირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"24 თებერვლის მდგომარეობით, დონეცკის ოლქის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუდმივად 1 670 000 ადამიანი ცხოვრობდა. იქ, დაახლოებით 340 000 ადამიანი დარჩა", - განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პავლო კირილენკომ.

კირილენკოს თქმით, დარჩენილი ადამიანები უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, შედარებით უსაფრთხო ადგილებში განთავსებას საჭიროებენ.

ამასთან, კირილენკომ აღნიშნა, რომ გასული დღის განმავლობაში, ბახმუტისა და პოკროვსკის რაიონებიდან 252 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, უმეტესი მათგანი იყო ბახმუტიდან.

"ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ევაკუაცია კიდევ უფრო ეფექტური იყოს", - აღნიშნა კირილენკომ.