აშშ-სა და იაპონიის ფინანსთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების გზებს განიხილავენ

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი იაპონიის ფინანსთა მინისტრთან, შუნიჩი სუძუკისთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შემდგომი გაძლიერების გზებს განიხილავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილება, ფასების შემცირების მიზნით, მიწოდების უფრო ძლიერი ჯაჭვების შექმნის საკითხი.

"არსებობს სხვადასხვა გლობალური პრობლემა. გვსურს მაქსიმალურად გამოვიყენოთ დღევანდელი შეხვედრა, რათა გავაღრმავოთ ჩვენი კოორდინაცია მათ მოსაგვარებლად", - განაცხადა სუძუკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-სა და იაპონიის ფინანსთა მინისტრები ასევე ისაუბრებენ რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების საკითხზე, რათა შეიზღუდოს მოსკოვის მოგება და ენერგორესურსებზე ფასები შემცირდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა