პეტრ მიკისკა სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე ოპოზიციური პარტიების უარზე - წინაპირობები და ბოიკოტი არის აშკარა შეცდომა, რომელიც არ იწვევს დეპოლარიზაციას

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა შეცდომად მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ სამუშაო ჯგუფებს ბოიკოტი გამოუცხადოს.

აღნიშნული განცხადება ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ წინაპირობები და ბოიკოტი არის აშკარა შეცდომა, რომელიც არ იწვევს დეპოლარიზაციას.

„ეს შეცდომად მიმაჩნია. როგორც ვთქვი, უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიის, ყველა პოლიტიკური ძალის კონსტრუქციული მიდგომა. გვაქვს მთავრობის გეგმა, გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების გეგმა, გვაქვს წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინადადებები“,- აღნიშნა მიკისკამ.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ფიქრობს, რომ ნების არსებობის შემთხვევაში, დეპოლარიზაცია შესაძლებელია.

„დარწმუნებული ვარ, რომ დეპოლარიზაცია შესაძლებელია. უფრო მეტიც, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ევროპული არჩევანი, ევროპული ორიენტაცია, ევროპული მიზანი არის მთელი საზოგადოების, ყველა პოლიტიკური პარტიის ერთიანი მიდგომის საკითხი“, - დასძინა ელჩმა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის მოთხოვნას და კითხვას: გულისხმობს თუ არა ევროკავშირი ბიძინა ივანიშვილს, როცა საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემაზე მიუთითებს, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის თქმით, სახელები არ არის მთავარი, მთავარია ინსტიტუციური მოწყობა, ძლიერი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომელთა გადალახვას თუ გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს.

„ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა ბატონი A იქნება თუ ბატონი ან ქალბატონი B. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მედეგია ნებისმიერი ადამიანის ძალისხმევის ან მცდელობის წინაშე, მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე არაპროპორციული გზით, რაც ზიანს აყენებს საზოგადოების ინტერესებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, რადგან პერსონიფიკაცია არსებობს და ალბათ, ყოველთვის იარსებებს. მხოლოდ ყველა მხარის მიერ კოორდინირებული, კონსტრუქციული, პასუხისმგებელიანი და საერთო მიზნებზე ორიენტირებული მიდგომა გამოიღებს შედეგს. აქ მთავარია ინსტიტუტები, ინსტიტუტები, ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა“ - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა