გურამ მაჭარაშვილი - უარგუმენტოა ბრალდებები, თითქოს „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკიდან უკვე წასული ივანიშვილის დავალებებით თუ კარნახით

უარგუმენტოა ბრალდებები, თითქოს „ქართული ოცნება“ იღებს გადაწყვეტილებებს პოლიტიკიდან უკვე წასული ბიძინა ივანიშვილის დავალებებით თუ კარნახით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში არ ჩარეულა.

„არც განცხადებები საჯარო სივრცეში, არც მასთან ახლოს მყოფი ადამიანების მონაწილეობა პოლიტიკაში არ ფიქსირდება. ვინ ვინ და რადიკალური ოპოზიცია ამ ფაქტებს აქამდე თავს მოუყრიდა. რას ნიშნავს ოლიგარქი? ოლიგარქი ნიშნავს იმას, რომ ის ფლობს გარკვეულ აქტივებს მედიასივრცეში და ამავდროულად არის პოლიტიკაში, რაც, ბუნებრივია, ახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. ბოლო წლებში არც საჯარო განცხადება და არც ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში არ მომხდარა [ბიძინა ივანიშვილის მხრიდან]. ეს ნიშანია იმის, რომ პოლიტიკური ოპოზიციის რადიკალურ ფრთას ბიძინა ივანიშვილის არსებობაც კი აშინებს. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს, როგორც ქველმოქმედს და ამ ქვეყანაში კარგის მყოფელს, ზოგადად ჰქონდა და სამომავლოდ ექნება საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით „რადიკალურ ოპოზიციას“ აზრს ვერ შეაცვლევინებს“. მაჭარაშვილის თქმით, ქართულ ოპოზიციას „მხოლოდ ხელისუფლებაში უკანონოდ მოსვლა სურთ“.

„აქ არის არჩევნები, მაგრამ იციან, რომ კანონიერად ვერ მოდიან ხელისუფლებაში. ერთ-ერთი მძლავრი იარაღი „ქართული ოცნებისთვის“, როდესაც ის გამოდის გამარჯვებული რადიკალურ ოპოზიციასთან არის ის, რომ ჩვენ გულწრფელი და ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს საზოგადოებასთან. ასევე მეორე - როდესაც სერიოზულ საკითხთან მიმართებით გადაწყვეტილება არის მისაღები, „ქართულ ოცნებას“ ბევრჯერ მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, როდესაც პიროვნულად აზიანებს ეს [პარტიას], თუმცა სახელმწიფოსთვის იყო სასარგებლო და საბოლოო ჯამში, ქართველი ელექტორატი ამას იგებს და ეს შედეგები ჩანს არჩევნებზე.

როდესაც ჩვენ 12-პუნქტიან გეგმაზე დავიწყეთ მუშაობა, ნორმალური ოპოზიცია აქ უკვე ჩართული იქნებოდა. რადგან ისინი საბოტაჟს უცხადებენ საპარლამენტო საქმიანობას და ახლა უკვე ევროინტეგრაციის პროცესსაც, ამიტომ ხდება საზოგადოებისთვის საჭირო „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ახსნა-განმარტება ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციის პროცესთან დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ეს პროცესი, რასაც ჰქვია 6 თვის შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ რასაც გავაკეთებთ, ეს აუცილებლად იქნება საზოგადოებასთან მუდმივ რეჟიმში გულწრფელი ურთიერთობა, რაც არის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საიდუმლო იარაღი რადიკალური ოპოზიციის საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, რომ ეს ნაწილი იქნება მნიშვნელოვანი ევროპელი პარტნიორებისთვისაც. ჩვენ ვაპირებთ იქაც საჯარო ვიყოთ. დაინახავენ და ნაწილს უკვე ხედავენ, რომ უშლიან ხელს და აზიანებენ ჩვენი ძვირფასი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამ პროცესს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს