უკრაინის დახმარების საკითხებზე "რამშტაინის ფორმატის" მორიგი შეხვედრა 20 ივლისს გაიმართება

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) მეოთხე შეხვედრა, რომელიც ცნობილია როგორც "რამშტაინის ფორმატი", 20 ივლისს ონლაინ რეჟიმში გაიმართება, - ინფორმაციას პენტაგონის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ-ისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს, ლოიდ ოსტინსა და ალექსეი რეზნიკოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ოსტინმა რეზნიკოვს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მიმართ აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების შესახებ, კონკრეტულად კი 8 ივლისს გამოცხადებული ახალი, 400 მილიონიანი პაკეტის შესახებ. „მინისტრმა ოსტინმა და მინისტრმა რეზნიკოვმა ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) დღის წესრიგი, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში, 20 ივლისს გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფორმატი აშშ-ის ინიციატივით შეიქმნა. პირველი შეხვედრა აპრილის ბოლოს, გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ძალების ბაზაზე გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა