მიხეილ სარჯველაძე - თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანის იძულება შეიძლება იყოს გზა საქართველოს ომში ჩართვისთვის, ასეთი მცდელობები უპერპექტივოა

თუკი ვინმე ან რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანის იძულება შეიძლება იყოს გზა საქართველოს ომში ჩართვისთვის, ასეთი მცდელობები უპერპექტივოა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მოსალოდნელი არ არის და ამის წინაპირობა და საჭიროება ობიექტურად არ დგას.

მისივე აზრით, ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების თემაზე ოპონენტები საკუთარი დრამატული შეცდომების გადაფარვის მიზნით საუბრობენ.

ბიძინა ივანიშვილი პირადად იქნება თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არ იქონიებს გავლენას სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არის არამხოლოდ “ქართული ოცნების“ პოზიცია, არამედ საქართველოს მოსახლეობის ნება - საქართველოში მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი თავიდან იყოს აცილებული. ეს არის პრინციპული მიდგომა და უპირველესად საქართველოს ინტერესების სამსახურში დგომა. შესაბამისად, ამის გაცხადება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა