ევროპული საბჭო უკრაინას დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროპული საბჭო უკრაინას დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროპულმა საბჭომ დღეს გამოაცხადა, რომ უკრაინას დახმარების სახით დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული დახმარება ევროკავშირის მიერ უკრაინის მიმართ ამ დრომდე გაწეულ ფინანსურ დახმარებას 2.2 მილიარდ ევრომდე გაზრდის.

„მატერიალური და ფინანსური დახმარების გაგრძელება ჩვენი მოვალეობაა. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება 1 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. ეს მისცემს უკრაინას საჭირო თანხებს გადაუდებელი საჭიროებების დასაფარად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა, ზბინეკ სტანიურამ.