ევროკავშირს სანქცირებული რუსი ოლიგარქების, სხვა ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების კუთვნილი 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები აქვს დაყადაღებული

ევროკავშირმა ამ დრომდე 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები დააყადაღა, რომლებსაც ფლობდნენ უკრაინაში მიმდინარე ომი გამო სანქცირებული რუსი ოლიგარქები, სხვა ფიზიკური პირები და ორგანიზაციები, - ამის შესახებ ბლოკის იუსტიციის კომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს ამჟამად, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, 98 ორგანიზაცია და თითქმის 1160 ფიზიკური პირი ჰყავს "შავ სიაში" შეყვანილი.

”ამ მომენტისთვის, ჩვენ გვაქვს გაყინული ოლიგარქებისა და სხვა ორგანიზაციების აქტივები, რომლის საერთო ღირებულება 13.8 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი, 12 მილიარდ ევროზე მეტი მოდის ხუთ წევრ ქვეყანაზე მოდის, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ”, - აღნიშნა ევროკომისარმა.

დიდიე რეინდერსს არ დაუკონკრეტებია, რომელ ხუთ ქვეყანაზე არის საუბარი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა