რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა, ყველამ ძალიან კარგად იცის - ამ ქვეყნისთვის რამდენი აქვს გაკეთებული, ესეც ჩვენზე არანაკლებად კარგად იციან

ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა, სინამდვილეში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის - რა თქმა უნდა, მაინც ამბობენ (კამპანიურად), რომ ოლიგარქია და ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მტკიცებულება - ნული!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან ცუდ მოგონებებთან ასოცირდება, კერძოდ ძალაუფლების დაკარგვასთან.

„მოდი, გავამარტივოთ ყველაფერი: ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა, სინამდვილეში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამ ქვეყნისთვის რამდენი აქვს გაკეთებული, ესეც ჩვენზე არანაკლებად კარგად იციან.

რა თქმა უნდა, მაინც ამბობენ (კამპანიურად), რომ ოლიგარქია და ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მტკიცებულება - ნული!

სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, სულ ასე იტყვიან. რა შეუშლით უსაფუძვლო ბრალდებებში ხელს? - ანუ, ეს რომ არ თქვან, "ქართული ოცნება" აღარ უნდა იყოს. სულ მარცხდებიან მასთან და იმიტომ.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი მათთვის ძალიან ცუდ მოგონებებთან ასოცირდება. ანუ ძალაუფლების დაკარგვით და შემდგომი წარუმატებლობებით გამოწვეული კომპლექსები და დამარცხებულის ფსიქოლოგია, თავისას შვება.

ამაზე მარტივად ამოსახსნელი და ასახსნელი, რა შეიძლება იყოს, არ ვიცი", - წერს რატი იონათამიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა