უკრაინაში რუსი პოლკოვნიკი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი პოლკოვნიკი ოლექსიი ჰორობეცი მოკლეს. ჰორობეცი რუსეთის ფედერაციის მე-8 არმიის შემადგენლობაში მე-20 მოტომსროლელი დივიზიის (ვოლგოგრადი) მეთაური იყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ლიკვიდირებული რუსის ვინაობის დასადასტურებლად დნმ-ის ტესტის ჩატარება გახდა საჭირო.
რა ვითარებაში მოხდა რუსი პოლკოვნიკის ლიკვიდაცია, არ საჯაროვდება.

























