დეპუტატებმა ოლექსი გონჩარენკომ და მუსა მაგომედოვმა რადაში იჩქერიის აღიარების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირეს

სახალხო დეპუტატები ალექსეი გონჩარენკო და მუსა მაგომედოვი უკრაინის უმაღლეს რადას იჩქერიის რესპუბლიკის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებას სთავაზობენ.

გონჩარენკომ და მაგომედოვმა იჩქერიის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების შესახებ კანონპროექტი 11 ივლისს დაარეგისტრირეს.

დოკუმენტის ტექსტი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი პარლამენტის ვებგვერდზე, ის განსახილველად გადაეცა უმაღლესი რადას ხელმძღვანელობას.

გონჩარენკომ კანონპროექტის ინიცირების მიზეზი სოციალურ ქსელში განმარტა.

„ჩეჩენი ხალხის დასასჯელად კრემლმა ორი ომი აწარმოა, ძალადობრივი მკვლელობები, გენოციდი, დანიშნა თავისი მიმდევარი რამზან კადიროვი, რომელიც აგრძელებს ტერორის პოლიტიკას.

რუსეთი ორი ომის განმავლობაში აწყობდა მასობრივ დაბომბვებსა და ხსნიდა საარტილერიო ცეცხლს, რომლის შედეგადაც ქალაქები არგუნი და გროზნი თითქმის მთლიანად განადგურდა, (როგორც მარიუპოლი, სევეროდონეცკი და ათობით სხვა ქალაქი უკრაინაში). მომართულები იყვნენ ასევე ამ ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისკენ.

იჩქერიის მებრძოლები უკვე ეხმარებიან უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ“,- განაცხადა გონჩარენკომ.

მან მოუწოდა კოლეგებს რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ეს დადგენილება და შესთავაზონ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აღიაროს იჩქერიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა