სტამბოლში, საზღვაო დერეფნების ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით უკრაინას, თურქეთს, გაეროსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება

შავ ზღვაში ნავიგაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ხვალ სტამბოლში გაიმართება. ამის შესახებ დეტალებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი თავის „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

„სტამბოლში დაგეგმილია შეხვედრა უკრაინელ და თურქ წარმომადგენლებს შორის. ამის შემდეგ გაიმართება გაფართოებული შეხვედრა უკრაინას, თურქეთს, გაეროსა და რუსეთის ფედერაციას შორის, რომელზეც განიხილება საზღვაო დერეფნების ფუნქციონირების საკითხები მარცვლეულის ექსპორტისთვის“, - განაცხადა ერმაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უსაფრთხოების საკითხი საკვანძოა.

„უკრაინულ პორტებზე ბლოკადის მოხსნა - ეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო შემადგენელია. ჩვენ ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ. მივიჩნევთ, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის საკითხი გაეროს ეგიდის ქვეშ უნდა განხორციელდეს. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ჩართულია ამ პროცესში, ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ“,- განაცხადა ერმაკმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს