აშშ-ის საავიაციო თავდასხმის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლიკვიდირებულია

ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო თავდასხმის შედეგად, სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლიკვიდირებულია.

ლიკვიდირებული ლიდერი მაჰერ ალ-აგალა ტერორისტული დაჯგუფების ლიდერების ხუთეულში შედიოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი უპილოტო საფრენი აპარატიდან გასროლით სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოკლეს. კიდევ ერთმა, მაჰერ ალ-აგალასთან დაახლოებულმა მებრძოლმა, მძიმე დაზიანებები მიიღო.

„ეს ოპერაცია ძალიან ყურადღებით იყო დაგეგმილი, რათა მისი წარმატებით განხორციელება ყოფილიყო უზრუნველყოფილი. წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ ოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ისლამური სახელმწიფო" ჯერ კიდევ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორებისთვის რეგიონში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო