გენშტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სლავიანსკის მიმართულებით მტრის თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს

სლავიანსკის, დოვგენკოეს და დოლინას დასახლებების მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებს სუმის რაიონის ვოლკოვკას რაიონში ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.
„ხარკოვის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია თავდაცვაზე. მტერმა არტილერიიდან დაბომბა ქალაქი ხარკოვი და დასახლებები: სოსნოვკა, დემენტიევკა, ნიკოლსკოე, რუსკი ტიშკი, პიტომნიკი, სლატინო, პრუდიანკა, ნოვოე, ივანოვკა და ზალიმანი“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს დოლინას, დიბროვნოს, კურულკას, მაზანოვკას, ადამოვკას, ვერნოპოლიეს, გუსაროვკას, ჩეპილის, ბოლშაია კამიშევახას, კრასნოპოლიეს, ხრესტიშეს, დოვგენკოესა და მაიაკის დასახლებების ტერიტორიების დაბომბვას.
„უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა დოვგენკოესა და დოლინას დასახლებების მიმართულებით. არ არის გამორიცხული, რომ მტერმა განაგრძოს თავდასხმის ოპერაციების ჩატარება ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად იზიუმ-სლავიანსკის მიმართულებით შეტევის განსახორციელებლად“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა დაბომბეს ბერესტოვოეს, ბელოგოროვკას, სოლედარის, პოკროვსკის, ბახმუტის, პოპროსნოის, ვესელა დოლინას, ვერშინას, ტრავნევოის, კოდემას, ტორეცკის და შუმოვის რაიონები.
„მტერმა სარაკეტო და საჰაერო დარტყმები მიაყენა ტორეცკსა და რაისკის, ასევე საჰაერო დარტყმები განახორციელა ბერესტოვოეს მახლობლად“, - აცხადებენ გენშტაბში.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ავდიივკას, კურახოვოს, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით, მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ავდიივკას, ვესელეს, მარინკას, ნოვომიხაილოვკას, პავლოვკას, პრიჩისტოვკას დასახლებებს და ავია დარტყმები განხორციელდა კამენკას, ავდიივკასა და ნოვომიხაილოვკას მახლობლად.

























