მირიამ ლექსმანი - ერთი ოლიგარქი პოლიტიკურ ლანდშაფტზე გადაჭარბებულ ზეგავლენას აგრძელებს - ვხედავთ პოლიტპატიმრებს, მათ შორის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ტელევიზიის დირექტორს

საქართველო იყო წამყვანი ქვეყანა და ახლა ჩვენ ბევრ ნეგატივს ვხედავთ, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე გავლენას ახდენს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტში განაცხადა. ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოში ოლიგარქი პოლიტიკურ ლანდშაფტზე გადაჭარბებულ ზეგავლენას აგრძელებს.
"საქართველო იყო წამყვანი ქვეყანა და ახლა ჩვენ ბევრ ნეგატივს ვხედავთ, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე გავლენას ახდენს. ოდესღაც იყო მოწინავე, მაგრამ ახლა საქართველომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ამას გარკვეული მიზეზები აქვს და ეს მიზეზები ანგარიშში მკაფიოდ უნდა მივუთითოთ, რადგან ეს იქნება ქვეყნის მომავლის სასარგებლოდ. მე ჩამოვთვლი იმ საკითხების ჩამონათვალს, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ გადასაწყვეტია: საქართველოში არა მხოლოდ პოლიტიკური სივრცეა გაყოფილი, არამედ საზოგადოებაც. მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმების უგულებელყოფას აგრძელებს. ერთი ოლიგარქი პოლიტიკურ ლანდშაფტზე გადაჭარბებულ ზეგავლენას აგრძელებს და სასამართლო სისტემის აუცილებელი რეფორმებიც ფერხდება. ჩვენ ასევე ვნახეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე და ვხედავთ პოლიტპატიმრებს, მათ შორის, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტსა და ტელევიზიის დირექტორს. ვფიქრობ, ეს არის ის მოვლენები, რომლებიც ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ვხედავთ და ჩვენ მათ მხარეს უნდა დავდგეთ", - განაცხადა ლექსმანმა.

























