ვლადიმერ პუტინის შვილი რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის იმპორტის ჩანაცვლების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე გახდა

რუსეთის პრეზიდენდის, ვლადიმერ პუტინის უმცროსი ქალიშვილი ეკატერინა ტიხონოვა რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის იმპორტის ჩანაცვლების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალება RBC იუწყება.
გამოცემის ცნობით, საბჭო იმპორტის ჩანაცვლების მხარდასაჭერად ციფრული სერვისების შესაქმნელად და საკანონმდებლო ინიციატივების ფორმირებისთვის შეიქმნა. როგორც ცნობილია, ეკატერინა ტიხონოვა ასევე არის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ხელოვნური ინტელექტის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

























