გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანა რუსული ქვანახშირის შესყიდვას 1-ელი აგვისტოდან, რუსული ნავთობის ყიდვას კი 31 დეკემბრიდან მთლიანად შეწყვეტს

გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იორგ კუკისის განცხადებით, გერმანია რუსული ქვანახშირის შესყიდვას 1-ელი აგვისტოდან, ხოლო რუსული ნავთობის ყიდვას 31 დეკემბრიდან მთლიანად შეწყვეტს, რაც ქვეყნის ენერგომომარაგების წყაროს მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"რამდენიმე კვირაში რუსული ქვანახშირის მიღებას შევწყვეტთ", - განუცხადა კუკისმა სიდნეის ენერგეტიკის ფორუმზე.

მისივე თქმით, ადრე გერმანიის ქვანახშირისა და ნავთობის 40% რუსული იყო.

"ვინც იცის Druzhba-ს მილსადენის ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის იარაღს წარმოადგენდა, იცის, რომ ამ დამოკიცებულებისგან თავის დაღწევა არ არის ტრივიალური საკითხი, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ რამდენიმე თვეში მივაღწევთ", - განაცხადა კუკისმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო