ქვემო ქართლის გუბერნატორი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი დოხტურიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

„დღეს გვქონდა შესაძლებლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზურაბ პატარაძესთან ერთად შევხვედროდით. ვიზიტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და დამეგობრობის საკითხებზე ვისაუბრეთ.

ჩვენ მეგობრობისა და თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაქვს. ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, სექტორული კავშირების გაფართოება, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა და მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობის გაღრმავება.

მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს მასპინძლობისთვის.

მოხარული ვიქნები, თუკი რეგიონსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს და ჩვენს ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობებს გავაღრმავებთ“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

გიორგი დოხტურიშვილთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და რუსთავის საკრებულოს წევრი იმყოფება.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა