უკრაინა-რუსეთის ომის „ახალ ეტაპზე“ რუსეთში არსებულ სოციალურ და ეკონოიმიკურ ვითარებაზე, სექტემბრისთვის რუსეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს რა განწყობებით ხვდებიან რუსეთის მოქალაქეები, რამდენად დიდია უკრაინა-რუსეთის ომის დროებით შეჩების ალბათობა? თუ კი, რა პირობებით? ამ პროცესში რამდენად შეიძლება იყოს ჩართული ევროპა?, იმაზე, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის თემაზე აშშ პრეზიდენტ ბილ კლინტონის გააქტიურება, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რატომ ჩქარობს საქართველოს ხელისუფლება უმძიმეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფ რუსეთთან ურთიერთობის „დალაგებას“, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
- ბატონო ავთანდილ, მას შემდეგ, რაც უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინის ტექნოლოგიური უპირატესობა ცხადი გახდა, უკრაინული დრონების რუსეთის ტერიტორიაზე აქტიურობის გამო უკრაინა-რუსეთის ომი „ახალ ეტაპზეა“ გადასული.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით ბომბავს, მხარეთა დაპირისპირების ზოლზე ბევრი არც არაფერი იცვლება, თუ არ ჩავთვლით ამავე ზოლზე რუსეთის ჯარისკაცის დაღუპვას და იმას, რომ რუსეთს უჭირს უკრაინული დრონების გამო წინა ხაზის ლოჯისტიკა, ანუ წინა ხაზის პროვიანტითა და სამხედრო ტექნიკით მომარაგება.
ამ ეტაპზე ცხადადაც კი ჩანს, რომ რუსეთის პოლიტიკურ კლასში პანიკური განწყობებია. ახლა რუსეთში აღარ ერიდებიან იმაზე საუბარს, რომ უკრაინასთან ომის წაგება გარდაუვალიც კია. თუმცა, ამის აღიარება ბევრს უჭირს.
თუ მანამდე კრემლის პროპაგანდა ამტკიცებდა რომ რუსეთი უკრაინასთან კი არა, არამედ „კოლექტიურ დასავლეთთან“ იბრძვის, ახლა იგივე პროპაგანდა ამტკიცებს რომ „რუსეთი ომს აგებს ამერიკულ ბიკ-ტოკებთან. ამ ომში იყენებენ ისეთ იარაღს, რომლითაც ამერიკელებს სურთ მთელი კაცობრიობის დამორჩილება“.
ახლა რუსეთში ბევრი აღიარებს რომ რუსეთი უკრაინას ტექნოლოგიური განვითარებით 15-20 წლით ჩამორჩება. ახლა რუსეთი ომში ჩრდილოეთ კორეული იარაღით იბრძვის, მეტიც, სხვადასხვა მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეიდან ფრონტის ხაზზე 30-50 ათასი ჯარისკაცია მობილიზებული.
10 ტრილიონი დეფიციტის მქონე რუსეთის ბიუჯეტს უჭირს ომის წარმოება. „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს“.
თუმცა, არ ჯერ არ ჩანს რომ რუსეთის უმაღლეს ეშელონებში „მოვლენები მოულოდნელი სცენარითაც კი განვითარდეს“.
თქვენ როგორ დაახასიათებდით და შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომის „ამ ახალ ეტაპზე“ რუსეთში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებას?
- რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მდგომარეობა განსხვავებულია, თუმცა დედაქალაქში ეკონომიკური და სოციალური სიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია. რეგიონების ვალები და ფედერალური ბიუჯეტის დავალიანებაც იზრდება.
მიუხედავად ამისა, „პრემია“, რომელსაც რუსეთი იღებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ნავთობის მაღალი ფასების სახით, საშუალებას აძლევს ხელისუფლებას გადაჭრას მიმდინარე ეკონომიკური სირთულეები.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მდგომარეობა განსხვავებულია, თუმცა დედაქალაქში ეკონომიკური და სოციალური სიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია. რეგიონების ვალები და ფედერალური ბიუჯეტის დავალიანებაც იზრდება
თუ ახლო აღმოსავლეთში ომი შეწყდება, ნავთობის ფასი, სავარაუდოდ, დაახლოებით 40 დოლარამდე ჩამოვარდება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმა იქნება. სწორედ ამიტომ მოსკოვი ცდილობს ირანის მხარდაჭერას, რათა ნავთობის მაღალი ფასები რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს.
თუ ახლო აღმოსავლეთში ომი შეწყდება, ნავთობის ფასი, სავარაუდოდ, დაახლოებით 40 დოლარამდე ჩამოვარდება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმა იქნება. სწორედ ამიტომ მოსკოვი ცდილობს ირანის მხარდაჭერას, რათა ნავთობის მაღალი ფასები რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს
- რუსეთი სექტემბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის ემზადება. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვოლოდინი კარგა ხანია სკანდირებს - „რუსეთი, პუტინი, გამარჯვება“, მაგრამ, რაც უფრო ხშირად იბომბება რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები, ვაჭრობის მსხვილი ქსელები, ქვეყანაში არა მარტო ბენზინის დეფიციტია, არამედ იზრდება ფასები საკვებზე, სულ ნაკლებ ადანიანს სჯერა, პრეზიდენტ პუტინის და ამ ომში რუსეთის გამარჯვების.
უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების გამო ბოლო ორ კვირაში რუსეთის მოსახლეობამ ბანკებიდან მნიშვნელოვნად გაუფასურებული 300 მილიარდი რუსული რუბლი გაიტანა. ვრცელდება არა ერთი ინფორმაცია რომ მობილიზაციის შიშის გამო ქვეყანას ტოვებენ არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეები, არამედ მილიარდერებიც კი.
მიმდინარე კვირის მხოლოდ ორ დღეში მხოლოდ რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასმა მოქალაქემ გადმოკვეთა. საზღვარი ქართულ მხარეს არ ჩაუკეტავს. გავრცელებული ცნობით იგი თავად რუსებმა ჩაკეთეს. რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ ყაზახეთში, სომხეთში და სხვა ქვეყნებში გაღწევას.
ამას წინ უძღოდა საარჩევნო მარათონიდან იავლინსკის პარტია „იაბლოკოს“ მოხსნა, რომელიც ემხრობოდა უკრაინასთან ომის სწრაფად დასრულებას.
ამ მოვლენათა ფონზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს -„ახლა რომ ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ჩვენი ბაბიების და დიდი ბაბუების გმირობას ხაზს გადავუსვამთ“.
სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთში ერთ ერთი მძიმეწონიანი დიპლომატი ლავროვი შემდეგი მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში სათათბიროს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
როგორ ჩანს, კრემლსა და კრემლთან დაახლოებულ სახელისუფლებო წრეებში „ქორები“ „იმარჯვებენ“. თუმცა, ცხადია ეს „გამარჯვებაც“ პირობითი იქნება, რადგან პუტინის ცესკო მმართველ „ედინნაია როსსიას“ არჩევნებში იმდენ პროცენტს დაუწერს, რამდენსაც მისგან კრემლი მოითხოვს.
როგორი განწყობებით ხვდება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთში მცხოვრები საზოგადოება?
- ამ არჩევნების მთავარი პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობაში ისინი პრაქტიკულად არ იწვევს ინტერესს. ამავდროულად, ხელისუფლებას სჭირდება არა მხოლოდ „დახატული“ შედეგები, არამედ რეალური მხარდაჭერა და ლოიალურობა საზოგადოების მხრიდან.
სწორედ ამ მიზეზით წინასაარჩევნო კამპანიაში გაკეთდა აქცენტი რიტორიკის გამკაცრებაზე. ბევრი მკაცრი განცხადება, რომელსაც რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ, უნდა განვიხილოთ ამ კონტექსტში - როგორც ელექტორატის მობილიზების მცდელობა.
წინასაარჩევნო კამპანიაში გაკეთდა აქცენტი რიტორიკის გამკაცრებაზე. ბევრი მკაცრი განცხადება, რომელსაც რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ, უნდა განვიხილოთ ამ კონტექსტში - როგორც ელექტორატის მობილიზების მცდელობა
რაც შეეხება პარტია ‘იაბლოკოს’ მოხსნას არჩევნებიდან, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საბოლოოდ გაიმარჯვა „საბჭოთა“ მოდელის კონცეფციამ, როდესაც ამომრჩეველს რეალური ალტერნატივა არ აქვს.
„იაბლოკოს“ ანტიომური რიტორიკა, ომისგან საზოგადოების აშკარა დაღლილობის ფონზე, ამ პარტიას გაცილებით მეტ მხარდაჭერას მოუტანდა, ვიდრე კრემლში ვარაუდობდნენ. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება არ გაერისკათ და პარტია არჩევნებიდან მოხსნეს.
„იაბლოკოს“ ანტიომური რიტორიკა, ომისგან საზოგადოების აშკარა დაღლილობის ფონზე, ამ პარტიას გაცილებით მეტ მხარდაჭერას მოუტანდა, ვიდრე კრემლში ვარაუდობდნენ. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება არ გაერისკათ და პარტია არჩევნებიდან მოხსნეს
- გვერდს ვერ ავუვლით უკრაინა-რუსეთის ომის უმთავრეს საკითხს, ანუ იმას, სავარაუდოდ, როგორი შუალედური შედეგებით შესაძლოა დასრულდეს უკრაინა-რუსეთის ომი.
მართალია, პუტინი არ აღიარებს, მაგრამ ომის წარმოებისათვის საჭირო რუსეთზე ყველა სახის მონაცემების ერთობლიობა არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ ომში რუსეთს შეუძლია გამარჯვება. ანუ, კიევის აღება, უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება და ასე შემდეგ.
ეგ კი არა, უკრაინა ისეთ წინააღმდეგობას უწევს, იმის თქმაც კი ჭირს შეძლებს თუ არა რუსეთი უკრაინის იმ ოთხი ოლქის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას, რომელიც რუსეთმა თავის კონსტიტუციაში შეიტანა, ასევე ყირიმის შენარჩუნებას.
ახლა რეალობა ასე ჩანს, - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვებს ბალისტიკური რაკეტებით, როგორც ამბობენ, ბალისტიკური რაკეტები მალე უკრაინასაც ექნება, რაც იმას ნიშნავს რომ ზამთრის დადგომამდე მხარეები ერთმანეთის მეტად დაზიანებასა და განადგურებას გააგრძელებენ. ანუ ომი გაგრძელდება.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თუ პუტინმა მობილიზაცია გამოცხადა, სამხედრო ექსპერტების თქმით, ეს ბრძოლის ველზე რუსეთის ვითარებას არ გააუმჯობესებს. მოსკოვის მერის სობიანინის მტკიცებით კი, ეს თუ მოხდა, რუსეთის ეკონომიკა ისეთ ორმოში აღმოჩნდება, შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება გაჭირდება.
ფაქტია, რომ დღეს უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უმეტესად დამოკიდებულია კიევის ევროპელი პარტნიორების სურვილზე დაეხმარონ უკრაინას და დაიცვან საერთაშორისო სამართლის 10 პრინციპი.
პუტინი კი არა უკრაინასთან გამარჯვებისთვის იბრძვის, არამედ მის მიერვე წლების მანძილზე ნაშენები ვერტიკალური, ოლიგარქიული მმართველობისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.
რამდენად დიდია უკრაინა-რუსეთის ომის დროებით შეჩების ალბათობა? თუ კი რა პირობებით?
ამ პროცესში რამდენად შეიძლება იყოს ჩართული ევროპა?
- ეკონომიკის მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთს წლის ბოლომდე შეუძლია შეინარჩუნოს სამხედრო ესკალაციის არსებული დონე. ომის გაყინვის გადაწყვეტილებაზე მოსკოვზე შეიძლება მოახდინოს გავლენა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ცვლილებამ.
დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ირანის ეკონომიკური ბლოკადა, რათა თეირანის ხელისუფლება იძულებული გახდეს წავიდეს სამშვიდობო შეთანხმებაზე. კონგრესის ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ტრამპი სამხედრო ესკალაციას მაქსიმალურად მოერიდება.
ეკონომიკის მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთს წლის ბოლომდე შეუძლია შეინარჩუნოს სამხედრო ესკალაციის არსებული დონე. ომის გაყინვის გადაწყვეტილებაზე მოსკოვზე შეიძლება მოახდინოს გავლენა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ცვლილებამ
სექტემბერში დაგეგმილია ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის, ვიზიტი აშშ-ში. მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება აშშ–ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები. ამ შეხვედრის ფარგლებში ტრამპი შეეცდება ჩინეთთან შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთის საკითხზეც. თუ მოხერხდება კომპრომისის მიღწევა, შესაძლებელია უკრაინაში ომის გაყინვაც
სექტემბერში დაგეგმილია ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის, ვიზიტი აშშ-ში. მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება აშშ–ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები. ამ შეხვედრის ფარგლებში ტრამპი შეეცდება ჩინეთთან შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთის საკითხზეც. თუ მოხერხდება კომპრომისის მიღწევა, შესაძლებელია უკრაინაში ომის გაყინვაც.
ომი უკრაინაში და სამხედრო მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში წარმოადგენს აშშ–ჩინეთის გლობალური დაპირისპირების სხვადასხვა „ფრონტს“.
ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დღეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე. სწორედ ამ მიზეზით ევროკავშირი არ შეწყვეტს კიევის მხარდაჭერას - იქნება ეს სამხედრო დახმარება, ფინანსური რესურსები თუ პოლიტიკური მხარდაჭერა
რაც შეეხება ევროპის პოზიციას. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დღეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე. სწორედ ამ მიზეზით ევროკავშირი არ შეწყვეტს კიევის მხარდაჭერას - იქნება ეს სამხედრო დახმარება, ფინანსური რესურსები თუ პოლიტიკური მხარდაჭერა.
უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის „გაყინვა“ რეალური გახდება მაშინ, როდესაც მოსკოვი და კიევი მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირი მხარს დაუჭერს შეთანხმებას, რომელიც საბრძოლო მოქმედებებს არსებული გამყოფი ხაზის გასწვრივ შეაჩერებს
უკრაინის შესაძლო კაპიტულაცია ევროპისთვის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური მარცხი იქნებოდა, არამედ პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხეს შექმნიდა რუსეთთან, რაც ბრიუსელისთვის სრულიად მიუღებელი სცენარია.
ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმმა ვერ უზრუნველყო უკრაინის დაცვა ომისგან. ამ კონტექსტში კლინტონის განცხადება უფრო პირად ბოდიშს ჰგავს, ვიდრე დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს
ევროპულ დედაქალაქებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის „გაყინვა“ რეალური გახდება მაშინ, როდესაც მოსკოვი და კიევი მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირი მხარს დაუჭერს შეთანხმებას, რომელიც საბრძოლო მოქმედებებს არსებული გამყოფი ხაზის გასწვრივ შეაჩერებს.
საქართველო რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა - როგორც სატრანზიტო დერეფანი, ასევე შავი ზღვისკენ გასასვლელი. სწორედ სატრანზიტო მარშრუტებზე გავლენისათვის ბრძოლა რეგიონში მზარდი დაძაბულობის ერთ-ერთ მიზეზად უნდა ჩაითვალოს
- თქვენთან დაკავშირებამდე გავეცანი უკრაინის თემაზე აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონის განცხადებას, სადაც ის ნანონს რომ თავის დროზე მან დაარწმუნა უკრაინა სსრკ-ს პერიოდში მის ტერიტორიაზე არსებული ბირთვული იარაღი რუსეთისთვის გადაეცა. მისივე თქმით, ეგ რომ მაშინ არ მომხდარიყო, „რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა.“
კლინტონი იმის გამო გავიხსენე რომ აშშ-ს დღევანდელმა პრეზიდენტმა ტრამპი, რომელიც გაპრეზიდენტებამდე 2-3 დღეში უკრაინა-რუსეთის ომს დასრულების პირობას დებდა, პუტინი უკრაინის ქალაქების დაბომბვების შეჩერებაც კი ვერ აიძულა, რომლის შედეგადაც ყოველ დღე იღუპებიან ადამიანები.
მაშინ, როცა უკრაინამ დაამსხვრია მითი რუსეთის უძლევალობაზე, ნებით თუ უნებლიეთ პრეზიდენტი ტრამპი პუტინის ინტერესების გამტარებელი უფრო აღმოჩნდა. მან ვერც რუსეთი ჩამოაშორა ჩინეთს, პირიქით, ახლა რუსეთი როგორც არასდროს დამოკიდებულია პეკინსა და ფხენიანზე.
აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ გვანახა, რომ ახლა არა მარტო პუტინს უჭირს, არამედ უჭირს ტრამპსაც, რადგან ახლა აშშ-ს ძლიერების მითიც დამსხვრეულია.
რა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც არ უნდა აკეთოს პრეზიდენტმა ტრამპმა, მისი რეპუტაცია მნიშვნელოვნად შერყეულია აშშ-იც, სადაც, სავარაუდოდ, მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე ამერიკელების 70% ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და მას არ პატიობენ არც ირანთან მარცხს და არც უკრაინისთვის ჯეროვნად არდახმარებას.
უკრაინის თემაზე კლინტონის გააქტიურება, რას შეიძლება ნიშნავდეს - მხოლოდ მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე „დემოკრატების“ გამარჯვების უზრუნველყოფას, თუ სამომავლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ტრამპის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორების გადააზრების მცდელობას, რამაც შესაძლოა, შეცვალოს ვაშინგტონის დამოკიდებულება კიევისადმი უკრაინის სასარგებლოდ?
- ბილ კლინტონი ცდილობს საკუთარი პოზიციის განმარტებას, რადგან მას ხშირად ადანაშაულებდნენ იმაში, თითქოს მან აიძულა უკრაინა ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერა და ამით ბირთვულ „ფარზე“ უარის თქმა.
ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმმა ვერ უზრუნველყო უკრაინის დაცვა ომისგან. ამ კონტექსტში კლინტონის განცხადება უფრო პირად ბოდიშს ჰგავს, ვიდრე დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს.
იმ პირობებში, როდესაც რუსეთს არ შეუძლია მიაღწიოს საკუთარ მიზნებს უკრაინასთან ომში და არსებობს ალბათობა, რომ პრესტიჟის შესანარჩუნებლად მოსკოვმა უფრო მარტივი სამიზნე აირჩიოს
- ახლა როცა ჯერ უცნობია თუ რა შედეგებით დასრულდება უკრაინა-დასავლეთის დაპირისპირება რუსეთთან, საქართველოში სახელისუფლებო გუნდმა გააქტიურა 1783 წელს ერეკლე მეფის მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულების თემა.
დამკვირვებელთა ერთი ნაწილი თვლის, რომ მმართველ გუნდს რუსეთთან ერეკლე მეფის მიერ დადებული ტრაქტატი უნდა შემოგვასაღონ, როგორც პოზიტიური მოვლენა საქართველოს ისტორიაში და ამით შეგვაგუოს აზრს რომ რაღაც ეტაპზე მისი განახლება მოხდება.
მეორე ნაწილი „გეორგიევსკის ტრაქტატისადმი“ ამგვარ დამოკიდებულებას კატასტროფად მიიჩნევს, რადგან რეალობა ისაა, მე-18 საუკუნისგან განსხვავებით საქართველოს ახლა აქვს ალტერნატივა. ანუ, ის, რაც კონსტიტუციაშიც გვიწერია. დასავლეთი ჩვენზე უარს არ ამბობს, ჩვენ თავად ვამბობთ მათზე უარს.
მეტიც, „როგორც ჩანს, რუსეთს საქართველოში უკვე აქვს საკმარისი ბერკეტები იმისათვის რომ ჩვენი ხელისუფლება ატაროს იმ გზით, რაც მისთვის სასარგებლოა“.
უკრაინა-რუსეთის ომში წამგებიანი მდგომარეობის გამო საქართველოსთან მიმართებაში თუ რატომ ჩქარობს რუსეთი, გასაგებია, მაგრამ, რატომ ჩქარობს საქართველოს ხელისუფლება, გაუგებარია.
სავარაუდოდ, რატომ ჩქარობს საქართველოს ხელისუფლება უმძიმეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფ რუსეთთან ურთიერთობის „დალაგებას“?
- რუსეთი კარგავს პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში. ურთიერთობები როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან რთული და დაძაბულია. საქართველო რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა - როგორც სატრანზიტო დერეფანი, ასევე შავი ზღვისკენ გასასვლელი. სწორედ სატრანზიტო მარშრუტებზე გავლენისათვის ბრძოლა რეგიონში მზარდი დაძაბულობის ერთ-ერთ მიზეზად უნდა ჩაითვალოს.
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან: აშშ, რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი. თუმცა, მათ შორის გავლენის სფეროების გადანაწილების პირობებში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია.
საქართველოს აქვს საერთო საზღვარი რუსეთთან და 2008 წლის ომის გამოცდილება, ამიტომ თბილისში უფრო მეტად უფრთხილდებიან რუსეთის მხრიდან შესაძლო მკვეთრ ნაბიჯებს, ვიდრე სხვა ქვეყნებისგან.
განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსეთს არ შეუძლია მიაღწიოს საკუთარ მიზნებს უკრაინასთან ომში და არსებობს ალბათობა, რომ პრესტიჟის შესანარჩუნებლად მოსკოვმა უფრო მარტივი სამიზნე აირჩიოს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი