ჯო ბაიდენი ისრაელში იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება.
თეთრი სახლის ლიდერმა ისრაელთან და ებრაელ ხალხთან მის ძლიერ კავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ანტისემიტიზმის შხამს შეებრძოლება, სადაც კი ის თავის მახინჯ თავს ამოყოფს“.
"სიონისტად ყოფნისთვის არაა საჭირო ებრაელი იყოთ“ , - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა ორი სახელმწიფოს იდეის მიმართ საკუთარ მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უახლოეს პერსპექტივაში ვერ განხორციელდება, ორი სახელმწიფოს იდეა, რჩება უსაფრთხოების, თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების თანაბარი ზომების საუკეთესო საშუალებად ებრაელებისა და პალესტინელებისთვის.
ასევე სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად გლობალური კოალიციის შექმნის მოწოდებით გამოვიდა.
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა კი ბაიდენს „ისრაელისა და ებრაელი ხალხის, ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ნამდვილი მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერი“ უწოდა.
ებრაული მედიის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მემორიალი "იად ვაშემი“ მოინახულა, პატივი მიაგო ექვსი მილიონი ებრაელის ხსოვნას და ასევე, ჰოლოკოსტს გადარჩენილ პირებსაც შეხვდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი პარასკევს ისრაელიდან საუდის არაბეთში გაემგზავრება, მანამდე კი პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდება.

























