უკრაინა ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

სეპარატისტული რეგიონების აღიარების გამო, უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„ამ გადაწყვეტილებას მივიჩნევთ ფხენიანის მცდელობად ძირი გამოუთხაროს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ჩრდილოეთ კორეამ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა. ის რუსეთისა და სირიის შემდეგ, გაეროს მესამე წევრი ქვეყანა გახდა, რომელმაც პრორუსი სეპარატისტები ლეგიტიმურ ხელისუფლებად ცნო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს