ევროკომისია ხაზს უსვამს რუსეთსა და კალინინგრადს შორის სავაჭრო ნაკადების მონიტორინგის მნიშვნელობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სანქცირებული საქონელი ვერ შევიდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე

ევროკომისიის განცხადებით, სანქცირებული რუსული საქონლის ევროკავშირის ტერიტორიიდან კალინინგრადისკენ ტრანზიტით რკინიგზით შესაძლებელია, მაგრამ არა საავტომობილო გზით.
„ევროკავშირის ზომების მიხედვით, რუს ოპერატორებთან სანქცირებული საქონლის ტრანზიტი საავტომობილო გზით არაა ნებადართული. მსგავსი აკრძალვა სარკინიგზო ტრანსპორტისთვის არ არსებობს“, - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
კომისიამ ხაზი გაუსვა, რუსეთსა და კალინინგრადს შორის ორმხრივი სავაჭრო ნაკადების მონიტორინგის მნიშვნელობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სანქცირებული საქონელი ვერ შევიდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე.

























