ირაკლი კობახიძე - ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს, როგორც ჩანს, გადაიაზრა ევროკომისიამ და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ვსაუბრობდით

გამართლდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რეალურად არავითარი ლოგიკა არ იდგა ცაიტნოტის უკან. ეს ექვსთვიანი ცაიტნოტი უპრეცედენტო იყო თავისთავად, არც ერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი რამ არ ყოფილა დადგენილი არასდროს, ვგულისხმობ პოტენციურ კანდიდატთან ასოცირებულ ქვეყნებს და ჩვენ შემთხვევაშიც გაუგებარი იყო, რატომ იყო 6 - თვიანი ვადის დადგენის საჭიროება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ამით ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, საქართველოს სტატუსის საკითხი და ქვეყნის მიერ პირობების შესრულების ანგარიში არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილოს.

მისი თქმით, როგორც ჩანს, გადაიაზრა ევროკომისიამ ეს ყველაფერი.

„როგორც ჩანს, დღეს გადაიაზრა ევროკავშირმა, ევროკომისიამ ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს. არაფერი დაგვიკარგავს, ადრე თუ გვიან, ეს მოხდება, უმჯობესია მოხდეს ადრე. საუბარია 2023 წელზე, როდესაც ევროკავშირი ხელახლა გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ, რომ 2024 წელს გვქონდა დაგეგმილი განაცხადის შეტანა და ველოდებოდით, რომ 2 წელიწადში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, როგორც ეს არის გათვალისწინებული სტანდარტული პრაქტიკით. როგორც წესი ასე ხდება - რაღაც დონეს აღწევ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, ამის შემდეგ შეგაქვს განაცხადი და 2 წელიწადში დაახლოებით, კარგი პრაქტიკა ასეთია, იღებ კანდიდატის სტატუსს. ასეთი იყო გეგმა, 2024-ში განაცხადის შეტანა და 2026-ში სტატუსის მიღება, თუმცა, ხედავთ, რომ ეს ყველა შემთხვევაში დაჩქარდება. ანუ, საუბარია უკვე 2023 წელზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. შესაბამისად, არავითარი ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს და ეს არის სპეკულაცია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ზუსტად ასეთივე 12 პუნქტი ევროკავშირმა დაუდგინა მოლდოვასაც და უკრაინასაც.

„აბსოლუტურად იდენტურია ვითარება. შინაარსობრივი არსებითი განსხვავება არ არის. ზუსტად იგივე პუნქტები დაუდგინა, იდენტური მოცულობის და რაოდენობის ევროკავშირმა მოლდოვას და უკრაინას, განსხვავება ერთადერთი არის ის, რომ ჩვენ ამ პუნქტების შესრულების შემდეგ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა და მოლდოვა იმ პუნქტებს არ შეასრულებენ, შეიძლება გადაიხედოს მათი სტატუსი, ეს არის ერთადერთი განსხვავება“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, დღეს ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარადგენენ, რაც „მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე“.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება