ჯასტინ ტრუდო „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ისთვის ტურბინის დაბრუნებაზე - ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის გაზსადენისთვის საჭირო გარემონტებული ტურბინის დაბრუნება „ძალიან რთული გადაწყვეტილება“ იყო.
მისი თქმით, ოტავა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.
„სანქციების სამიზნე პუტინი და მისი ხელშემწყობები არიან და არ არის შექმნილი იმისათვის, რომ ზიანი მიაყენოს ჩვენს მოკავშირეებს და მათ მოსახლეობას. გავაგრძელებთ ცალსახად უკრაინის მხარდაჭერას“,- აღნიშნა ტრუდომ.
კანადამ გერმანიისთვის „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის გაზსადენის შეკეთებული ტურბინის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროებმა კანადის მთავრობის გადაწყვეტილების გამო „ღრმა იმედგაცრუება“ გამოხატეს.

























