გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და UNICEF-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას (UNICEF) შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი, ბავშვებსა და ზრდასრულებზე ტყვიის ზემოქმედების პრევენციის მიზნით, სუნელებში ტყვიის შემცველობაზე კვლევების ერთობლივად ჩატარებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა მოაწერეს.

„ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მემორანდუმის მიზანია განვახორციელოთ პროგრამა, რომელიც აღნიშნული საკითხების შესწავლას უზრუნველყოფს. ამავე დროს, საშუალებას მისცემს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შეიმუშაოს რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბავშვთა უვნებელი კვების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამინისტროს ცნობითვე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა საუბრისას აღნიშნა, რომ ტყვიის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შესწავლა მნიშვნელოვანი საკითხია. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეეცდებიან, შესაბამისი კვლევების განხორციელებით, ქვეყანაში ტყვიით ინტოქსიკაციის პრობლემა აღმოფხვრან.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაეროს ბავშვთა ფონდი მხარდაჭერით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ტყვიის მაღალ შემცველობასთან დაკავშირებული საკითხი უნდა მოწესრიგდეს და პარამეტრები დასავლურ სტანდარტებს დაუახლოვდეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა