ვიტალი კლიჩკო - დღევანდელი შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის იმის დასტური, რომ რუსეთი ბარბაროსობას არ შეაჩერებს

დღევანდელი შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის იმის დასტური, რომ რუსეთი თავის ბარბაროსობას არ შეაჩერებს, - ასე აფასებს ქალაქ ვინიცაზე მომხდარ თავდასხმას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

კლიჩკოს თქმით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, მძლავრი იარაღი და ცივილიზებული სამყაროს ერთიანობა.

„რუსი ტერორისტები მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდს გააფთრებით აგრძელებენ. დღევანდელი შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის იმის დასტური, რომ რუსეთი თავის ბარბაროსობას არ შეაჩერებს. მხოლოდ დამანგრეველი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ, არანაირი დაშოშმინება! მხოლოდ თანამედროვე და მძლავრი იარაღი უკრაინისთვის და ცივილიზებული სამყაროს პოზიციის ერთიანობა!" - წერს კლიჩკო.

ცნობისთვის, დღეს ქალაქ ვინიცას ცენტრზე რუსული ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა