ემანუელ მაკრონი - რუსეთი ენერგეტიკას, ისევე როგორც სურსათს, ომის იარაღად იყენებს - უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის გარეშე ყოფნის სცენარისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საკუთარ მოქალაქეებს „კოლექტიური სიფხიზლისკენ" მოუწოდა, რათა გაზის დეფიციტის პირობებში, ბუნებრივი აირი ნაკლებად მოიხმარონ.

„ჩვენ ვართ ე.წ. ჰიბრიდულ ომში. ასე რომ, ენერგეტიკა არ არის ჩვენი სანქციების შედეგი. ფაქტობრივად, რუსეთი ენერგეტიკას, ისევე როგორც სურსათს, ომის იარაღად იყენებს”, - აღნიშნა მაკრონმა ინტერვიუში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული აღლუმის შემდეგ.

საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, ის სთხოვს „ყველას, ვისაც შეუძლია, გეგმა ახლავე, ამ ზაფხულს შეიმუშავონ “, რათა შეამცირონ ბუნებრივი აირის ზოგადი მოხმარება და დაზოგონ გაზი.

“ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის გარეშე ყოფნის სცენარისთვის. ეს სცენარი არ არის თეორიული. ეს ძალიან მკაცრი სცენარია და ამისთვის უნდა მოვემზადოთ”, - განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი განსხვავებით ზოგიერთი ევროპელი მეზობლისგან, ძალიან არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და ამჟამად ისინი საკუთარ რეზერვებს ავსებენ.

„ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი უდავოდ ძალიან რთული იქნება“, - დასძინა საფრანგეთის ლიდერმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა