„როიტერსი“ - ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის შესახებ გარიგება შესთავაზა

ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის შესახებ გარიგება შესთავაზა.ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის უწყება ევროგაერთიანების სახელმწიფოებს აღნიშნულისთვის მილსადენის გაფართოების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი, რომელიც ჩართული მთავრობების მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს და შესაძლოა კვლავ შეიცვალოს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილია.

გარდა ამისა, 11 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და აზერბაიჯანი ელექტროენერგიის დამაკავშირებელი ხაზების განვითარებას, ისევე როგორც წყალბადის სამომავლო ვაჭრობასაც განიხილავენ.

ცნობისთვის, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონი ივლისის ბოლოს აზერბაიჯანს ეწვევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა