დიმიტრო მარჩენკო - ყირიმის, ხერსონისა და სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება გარდაუვალია

დიმიტრო მარჩენკო - ყირიმის, ხერსონისა და სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება გარდაუვალია

ყირიმის, ხერსონისა და სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება გარდაუვალია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა დიმიტრო მარჩენკომ განაცხადა.

„ამისთვის ძალიან ფრთხილად უნდა მოვემზადოთ, ძალიან კარგი სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება გვჭირდება, უნდა მოვამზადოთ არტილერიაც. ეს არ მოხდება სწრაფად, მაგრამ ეს გარდაუვალი მოვლენაა და ადრე თუ გვიან მოხდება“, - დასძინა მარჩენკომ ინტერვიუში.

ამასთან, მისივე თქმით, ყირიმის ხიდის ნგრევა აუცილებელი ნაბიჯია, რადგან რუსულ ძალებს ხიდის გავლით ნახევარკუნძულზე რეზერვები, აღჭურვილობა და იარაღი გადააქვთ.