რუსეთის ელჩი - კონფლიქტი გახანგრძლივდება, თუ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის

უკრაინის ომი გახანგრძლივდება, თუ დიდი ბრიტანეთი კიევისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს. ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა Sky News-ს განუცხადა.

ელჩის თქმით, დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული იარაღი ახლა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად გამოიყენება.

“კონფლიქტი შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან დიდი ბრიტანეთი გაიაზრებს, რომ რუსეთზე გამარჯვების შესაძლებლობა არ არსებობს. კონფლიქტი გახანგრძლივდება, თუ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს იარაღის მიწოდებას, რომელიც ახლა დონბასსა და სხვა რაიონებში, ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისთვის გამოიყენება”, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

როგორც კელინმა აღნიშნა, რაც უფრო მეტ იარაღს გაგზავნის დიდი ბრიტანეთი, მით უფრო დიდხანს გააგრძელებს უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს