იტალიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მატარელას ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა „არ დააკმაყოფილა გადადგომის მოთხოვნა და პრემიერ-მინისტრი პარლამენტში განცხადების გასაკეთებლად მიიწვია“.
შეგახსენებთ, იტალიაში პოლიტიკური კრიზისი პოპულისტური პარტიის „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” მიერ კოალიციიდან გასვლამ გამოიწვია.

























