კანადამ რუსეთის ნავთობის, გაზის და ქიმიური სექტორების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადამ რუსეთის ფედერაციის ნავთობის, გაზისა და ქიმიური სექტორების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
„2022 წლის 14 ივლისს კანადამ შეიტანა დამატებითი ცვლილებები სპეციალური ეკონომიკური ზომების (რუსეთი) დებულებებში, რომლებიც კრძალავს ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდებას რუსეთის ნავთობისა და გაზის, ქიმიური და გადამამუშავებელი მრეწველობისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში.
აღნიშნული სექტორებიდან ცვლილებებს დაემატა რვა ახალი ინდუსტრია.
დოკუმენტის თანახმად, კანადასა თუ მის ფარგლებს გარეთ, კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციას, ან ნებისმიერ ინდივიდს ქვეყანაში მიაწოდონ საწარმოო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია: სახმელეთო ტრანსპორტთან და მილსადენებით ტრანსპორტირებასთან, ლითონების, ლითონის ნაკეთობების კომპიუტერული, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქციის, ელექტრო მოწყობილობების და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების წარმოებასთან.

























