გერმანიამ უკრაინას 80 „პიკაპი“ გადასცა

გერმანიის მთავრობამ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკრაინას 80 „პიკაპი“ გადასცა , - ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩო იუწყება.
„ბოლო სამი კვირის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას შეიარაღებული ძალებისთვის 80 პიკაპი გადასცა“, - აცხადებენ საელჩოში.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ 13 ივლისს გამოაქვეყნა იარაღის სისტემების, ტექნიკის და სხვა ლეტალური და არალეტალური დახმარების სრული სია, რომელიც უკრაინას, რუსეთის შეიარაღებულ აგრესიისგან თავის დასაცავად გადაეცა.

























