ევროკავშირი სანქციების მეშვიდე პაკეტში რუსული ოქროს იმპორტის შეზღუდვასაც გაითვალისწინებს

ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი რუსული ოქროს ექსპორტზე სანქციებსაც გაითვალისწინებს, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, მაროს შეფჩოვიჩმა განაცხადა.

„ევროკავშირი შეისწავლის გზებს, რომლითაც შეგვიძლია სანქციების რეჟიმი დავაწესოთ ოქროზე, რომელიც მნიშვნელოვანი პროდუქტია რუსეთიდან ექსპორტისთვის“, - აღნიშნა შეფჩოვიჩმა.

„როგორც კი მივაღწევთ შეთანხმებას წევრი ქვეყნების დონეზე, გამოვაქვეყნებთ“, - დასძინა მან.

როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი მოჰყვა გასულ თვეში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას, რუსეთიდან ოქროს ექსპორტის აკრძალვის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა