რუსეთი აცხადებს, რომ იაპონიის პარლამენტის 384 წევრს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის 384 წევრს სანქციები დაუწესა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, დღევანდელი დღის შემდეგ რუსეთის მიერ სანქცირებულ იაპონელ კანონმდებლებს რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ამის მიზეზია "არამეგობრული ანტირუსული პოზიცია".

უწყების თქმით, იაპონიის პარლამენტის 384-მა წევრმა სავარაუდოდ, რუსეთს "უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენეს".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ბოლო ნაბიჯი უკავშირდება სანქციებს, რომლებიც იაპონიამ რუსი დეპუტატების დიდი ჯგუფის მიმართ დააწესა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა