გიგა ბოკერია - არაფერს არსებითსა და სერიოზულს არ შეიძლება ველოდეთ რიგგარეშე სხდომისგან

არაფერს არსებითსა და სერიოზულს არ შეიძლება, რომ საზოგადოება ველოდეთ ამ სხდომისგან, მიუხედავად იმისა შედგება თუ არა, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით.

გიგა ბოკერიას განცხადებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და სხვა საპარლამენტო ჯგუფების მონდომება, რომ საზოგადოებას რიგგარეშე სხდომის გამართვის წინ მოლოდინები შეუქმნან.

„ჩემთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და სხვა საპარლამენტო ჯგუფების ასეთი მონდომება, რომ რაღაც მოლოდინები შეუქმნან საზოგადოებას, რომ ამ გზით შეიძლება რამე გამოვიდეს და მორიგ ჯერზე თქვან, რომ კიდევ ერთხელ ამხილა საკუთარი თავი ივანიშვილის რეჟიმმა. ეს არასერიოზულია და საზოგადოება ამას სერიოზულად ვერ მიიღებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ ის მარტივი, მძიმე ჭეშმარიტება, რომ სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა ფლობს ძალაუფლებას, მანამდე ჩვენ ვერ გადავდგამთ ჩვენთვის ისტორიულად საჭირო ნაბიჯს თავისუფალი სამყაროსკენ, ჩვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისკენ. ეს არის რეალობა და ზურაბიშვილის განცხადებებიც მეათეხარისხოვანია ამ ვითარებაში.

„მოვა ის დღე, როცა ამ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა აქტიურად დაიკავებს პოზიციას არჩევნებისთვისა და არჩევნებზე ამ რეჟიმის ძალაუფლებიდან მოსაშორებლად, მაშინ ვიფიქროთ უკვე რომელი ფიგურა შეძლება რაიმე ინსტრუმენტი იყოს ამ რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილების პროცესში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა