პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ხანძარს ათასობით მეხანძრე ებრძვის

სიცხის ტალღის ფონზე გაჩენილ ტყის ხანძარს პორტუგალიაში, ესპანეთსა და სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ათასობით მეხანძრე ებრძვის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში, პილოტი დაიღუპა, როდესაც მისმა წყლის ჭავლის გამშვებმა თვითმფრინავმა ვილა-ფოშ-კოას ტერიტორიაზე, ესპანეთის საზღვართან, კატასტროფა განიცადა.

ხანძარია საფრანგეთის ჟირონდის რეგიონშიც, სადაც 12 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სამხრეთ ესპანეთში, კოსტა დელ სოლის მახლობლად, მიხასის გორაკზე გავრცელებული ტყის ხანძრის გამო დაახლოებით 2300 ადამიანს ტერიტორიის დატოვება მოუწია.

სამშაბათიდან ტემპერატურამ პორტუგალიაში 47 გრადუსამდე, ესპანეთში კი 40 გრადუსამდე აიწია, რამაც ხანძარი კიდევ უფრო გაამწვავა. ესპანური საინფორმაციო სააგენტო Efe-ს ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში სიცხისგან 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ხანძარმა ხმელთაშუა ზღვის სხვა ნაწილებიც დააზარალა. იტალიაში მთავრობამ პოს ხეობაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - ქვეყნის ყველაზე გრძელი მდინარე ზოგ ადგილას პატარა ნაკადულზე უფრო დიდი ზომის არ არის.

საბერძნეთში მეხანძრეები ხანძარს ფერიზას ტერიტორიაზე ებრძვიან, რომელიც ათენის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში რეტიმნოს მახლობლად მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ რეტიმნოს მახლობლად შვიდი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო ჩრდილოეთ მაროკოშიც, რადგან ხანძარმა მოიცვა ლარაშის, უეზანეს, ტაზასა და ტეტუანის პროვინციები. ხანძრის შედეგად ქსარ ელ კებირის რაიონში ერთი სოფელი მთლიანად განადგურდა და სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი