„გაზპრომმა“ Siemens-ს ტურბინის დაბრუნების თხოვნით ოფიციალურად მიმართა

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია „გაზპრომმა“ გერმანულ ჯგუფს, Siemens-ს კანადაში შეკეთებული ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა.

„15 ივლისს „გაზპრომმა“ ოფიციალური მოთხოვნა წარუდგინა Siemens-ს, რათა დაუშვას პორტოვაიას სადგურის გაზის ტურბინის ძრავის ექსპორტი, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ კრიტიკულ ობიექტს წარმოადგენს. „გაზპრომი“ იმედოვნებს, რომ Siemens-ის ჯგუფი უპირობოდ შეასრულებს თავის ვალდებულებებს გაზის ტურბინის ძრავების შეკეთებასა და რემონტთან დაკავშირებით, რასაც ეყრდნობა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ ოპერაციების შეუფერხებელი მუშაობა და ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპელი მომხმარებლებისთვის.“, - აცხადებენ კომპანიაში.

„გაზპრომმა“ ორშაბათს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის 10-დღიანი დაგეგმილი წლიური ტექნიკური სამუშაოები დაიწყო. რუსეთმა 60%-ით უკვე შეამცირა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდებული გაზის მოცულობა, რის მიზეზადაც ტურბინის არ ქონას ასახელებს. რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მიუხედავად, კანადამ Siemens-ს უფლება მიანიჭა, რუსეთს "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის ტურბინა დაუბრუნოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა