Reuters - ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების საპასუხოდ, ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა ღაზას სექტორის ობიექტებზე ავიაიერიში განახორციელეს

Reuters - ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების საპასუხოდ, ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა ღაზას სექტორის ობიექტებზე ავიაიერიში განახორციელეს

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების საპასუხოდ ისრაელის შეიარაღებული ძალების ავიაგამანადგურებლებმა ღაზას სექტორის ობიექტებზე ავიაიერიში განახორციელეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების სამიზნე რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება „ჰამასის“ ორი ობიექტი გახდა, რომელთა შორის ერთ-ერთი რაკეტების მწარმოებელი მიწისქვეშა ქარხანა იყო. როგორც ცნობილია, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

Reuters წერს, რომ ღაზას სექტორიდან რაკეტების გასროლა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს უკავშირდება. საუდის არაბეთში ყოფნისას მან განაცხადა, რომ ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზება აუცილებელია.

“ბაიდენის განცხადება ასახავს აშშ-ს მხარდაჭერასა და წახალისებას, რომელიც მიიღო „სიონისტურმა გაერთიანებამ“ თავისი აგრესიის და დანაშაულების განსახორციელებლად", - განაცხადა „ჰამასის“ პრეს-სპიკერმა გავზი ბარჰოუმ.