ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის მიერ წიაღისეული საწვავის ელექტროსადგურების ხელახალი გააქტიურება დროებითია

ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის მიერ წიაღისეული საწვავის ელექტროსადგურების ხელახალი გააქტიურება დროებითია

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის გამო ენერგორესურსების დეფიციტის შესამსუბუქებლად ქვანახშირსა და ნავთობზე მომუშავე ელექტროსადგურების ხელახალი გააქტიურების შესახებ მხოლოდ დროებითია.

„ის ფაქტი, რომ უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის გამო, ჩვენ ახლა დროებით გვიწევს ზოგიერთი ისეთი ელექტროსადგურის გამოყენება, რომელიც უკვე ექსპლუატაციაში აღარ იყო, სამწუხაროა, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან მოკლე დროით მოხდება“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობა ერთგული რჩება, კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად ყველაფერი გააკეთოს.

”ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად,” - აღნიშნა შოლცმა.